03 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
კორუფცია სასამართლოში - არასამთავრობო სექტორი კონკრეტულ ფაქტებს ითხოვს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის სკანდალურ განცხადებას, რომელმაც სასამართლოში კორუფციის შესახებ  ისაუბრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან. 

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიხეილ ჩინჩაბაძეს კონკრეტული ფაქტების დასახელებისკენ მოუწოდებს 

"როცა ასეთ სერიოზულ თემაზეა საუბარი, აუცილებელია კონკრეტული ფაქტები დასახელდეს. ისე არანაირი აზრი არ აქვს ამაზე საუბარს," - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეული კი აცხადებს, რომ შესაძლოა მსგავსი ტიპის განცხადებებმა, რომელსაც თან არ ახლავს კონკრეტული ფაქტები, სასამართლოსთან დაკავშირებით მოსახლეობის შეხედულებები უარყოფითად შეცვალოს. 

"ყველა მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მსგავს განცხადებებზე. ესეთი განცხადებები აპრიორი იმოქმედებს საზოგადოების დამოკიდებულებას სასამართლოსადმი აუცილებლად მოახდენს გავლენას.  ყველა შესაბამისმა პირმა თუ სტრუქტურამ უნდა გაამახვილოს ყურადღება იმ განცხაებებზე რომლებსაც მოსამართლეები შესაძლოა აკეთებდნენ სსისტემის შიგნიდან  კორუფციასთან დაკავშირებით," - აცხადებს სოფო ვერძეული. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები