26 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
კარანტინი, კომენდანტის საათი და სხვა რეგულაციები - COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკის ზრდის გამო ქვეყნები შეზღუდვებს ამკაცრებენ

მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნები "კოვიდ-19"-ით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო შეზღუდვების გამკაცრებას განაგრძობენ. იტალიაში, ლომბარდიის მსგავსად, კომენდანტის საათი დაწესდა ლაციოს რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ რომშიც.

ხვალიდან კარანტინი გამოცხადდება საბერძნეთის ქალაქ კასტორიაში, სადაც დაიხურება სავაჭრო ობიექტების ნაწილი, კინოთეატრები, რესტორნები და სხვა დაწესებულებები. მოსახლეობას აეკრძალება რეგიონის დატოვება.

ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს პოლონეთის მთავრობაც. ბოლო 24 საათში ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა იტალიაში, დიდ ბირიტანეთში, ნიდერლანდებში, სლოვენიაში, ხორვატიასა და ირანში. ესპანეთსა და საფრანგეთში კი ინფიცირების შემთხვევებმა ერთ მილიონს გადააჭარბა.

რთული ეპიდსიტუაცია ნარჩუნდება საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში, სადაც დღითიდღე მატულობს კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი.

დღის ამბები