დარიალის ხეობაში სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას ვარაუდობენ. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ უხვმა ნალექმა ხეობაში დამატებითი პრობლემები შექმნას.
სინოპტიკოსთა პროგნოზის გათვალისწინებით დღეს რამდენიმე საათის წინ გზების დეპარტამენტმა ახალი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დარიალის ხეობაში გადაადგილება 12 საათით იკრძალება.
კერძოდ ხვალ საღამოს 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე ავტოტრანსპორტის გადაადგილება ყაზბეგის გავლით რუსეთის საზღვრამდე იკრძალება. ხვალ დღის განმავლობაში შეზღუდვები შენარჩუნდება და ავტომობილების მფლობელებს გზებზე შეჩერება აეკრძალებათ.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.