03 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
37 წლის მამაკაცს ოჯახი და მეგობრები ეძებენ

37 წლის მამაკაცს ოჯახი და მეგობრები ეძებენ. გიორგი ლეკიაშვილი სახლიდან გუშინ გავიდა და მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებენ.

ახლობლების ინფორმაციით, მისი დაკარგვა მძიმე ფსიქიკურ ფონს უკავშირდება. გიორგი ლეკიაშვილი საბურთალოს რაიონში ცხოვრობს და მას 4 შვილი ჰყავს.

ოჯახმა განცხადებით, პოლიციას უკვე მიმართეს.

თუკი გაქვთ ინფორმაცია მამაკაცის ადგილსამყოფელის შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს.

დღის ამბები