გადავარჩინოთ თბილისი! - ამ მოწოდებით ძველ თბილისში აქცია მიმდინარეობს.
გარემოს დამცველი ორგანიზაციები და მოქალაქეები დედაქალაქში მიმდინარე პროექტებსა და გამწვანების პრობლემებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა თბილისის საკრებულოდან დაიწყეს და აბანოთუბანში გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები იმ პროექტებს აპროტესტებენ, რომელიც ქალაქის მთავრობამ ბოლო პერიოდში დაგეგმა, მათ შორისაა თბილისი პანორამა და მირზა შაფის პროექტი.
აქციაში სხვადსხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ბუნების დამცველები, არქიტექტორები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ.