03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული გიორგი ლეკიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

რამდენიმე დღის წინ დაკარგული გიორგი ლეკიაშვილი ბეთანიის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 37 წლის მამაკაცი ხეზე ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ადასტურებს.

ლეკიაშვილის გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ინფორმაცია გუშინ გაავრცელეს და სამართალდამცველებს მიმართეს.

ისინი აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვა მის მძიმე ფსიქიკურ ფონს უკავშირდებოდა. გიორგი ლეკიაშვილი საბურთალოს რაიონში ცხოვრობდა და მას 4 შვილი დარჩა. 

როგორც ცნობილია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები