03 ოქტომბერი 2024,   00:43
ვრცლად
„ერთად ვიმარჯვებთ" - საქველმოქმედო მარათონი თბილისში

„ერთად ვიმარჯვებთ"-ამ ლოზუნგით თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ვეტერანთა მხარდასაჭერი მარათონი გაიმართა.

მარათონში 800-ზე მეტი მოქალაქე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დედაქალაქის მოსახლეობა. 

მარათონში მონაწილეობა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ოჯახის წევრებთან ერთად მიიღო. საქველმოწმედო ღონისძიებაში ჩართული იყო გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძეც. 

ამ წუთებში საქველმოქმედო ღონისძიება თბილისში თავისუფლების მოედანზე გრძელდება სადაც კონცერტი მიმდინარეობს. 

დღის ამბები