03 ოქტომბერი 2024,   00:38
ვრცლად
სულხან-საბა ორბელიანი ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს. მთაწმინდის რაიონის ისტორიული უბნის მაცხოვრებლები ძირითადად ავარიული სახლების გამო ჩივიან.

დეტალებზე სასაუბროდ ადგილობრივებთან მისული იყვნენ ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე. მათი თქნით, მერია და გამგეობა ხალხის პრობლემებით რეალურად არ ინტერესდება.

"დაახლოების 20-მდე ოჯახი გაუსაძლის პირობებშია, ადგილობრივი ხელისუფლება არ აქცევს ამ ადამიანებს ყურადღებას.  თბილისის განვითარების ფონდს აქვს იმის თანხა, რომ ამ და სხვა ასეთი ტიპის სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს,"- აცხადებს თბილისი მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია.

დღის ამბები