26 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - სიმძლავრემ 7 მაგნიტუდა შეადგინა

თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე სამოსზე მიწისძვრა მოხდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი თუქეთის ქალაქ იზმირიდან 17 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ბიძგი ათენსა და სტამბოლშიც იგრძნეს. 

გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა იზმირში მიწისძვრას შენობების ნგრევა მოჰყვა. 

თურქეთში მიწისძვრა ხშირად ხდება. 1999 წელს იზმირში სტიქიამ დაახლოებით 17 000 ადამიანი იმსხვერპლა. 

დღის ამბები