03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ხანძარი მელიქიშვილის ქუჩაზე-დამწვარია საცხოვრებელი სახლის 2 სართული

მელიქიშვილის ქუჩის 49 ნომერში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიწვა მიტოვებული საცხოვრებელი კორპუსის მეორე და მესამე სართულები, დაახლოებით 80 კვადრატული მეტრის ფართობი.

შენობის პირველ სართულზე სოციალურად დაუცველები არიან შესახლებული.

ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო მანქანა, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები