03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ტაქსის მძღოლმა 12 წლის გოგონას მისამართით გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

გორში ტაქსის მძღოლმა 12 წლის ბავშვის მისამართით  გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა მოზარდი ქუჩაზე ჩაისვა და შემთხვევაც სავარაუდოდ გზაში, დანიშნულების ადგილზე მისვლამდე მოხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.

კოპმანიაში, რომელშიც ეჭვმიტანილი მუშაობდა ამბობენ, რომ მათი თანამშრომელიც მართლაც დააკავეს, თუმცა რა მიზეზით მათთვის უცნობია.

მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ძალოვანი უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დღის ამბები