03 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
სტიქია თეთრიწყაროს რაიონში-დაზარალებულია რამდენიმე სოფელი

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ გადაუღებელი წვიმის შედეგად თეთრიწყაროს რაიონში რამდენიმე სოფელი დაზარალდა. მოვარდნილმა წყალმა წაიღო სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები, დაზიანდა საავტომობილო გზებიც.

მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. განადგურებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, დახოცილია პირუტყვი. სტიქიის შედეგად დაზარალდა ქვემო და ზემო ირაგას მოსახლეობაც.

ქვემო ქართლის გუბერნატორის თქმით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. 

დღის ამბები