03 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობენ პარლამენტში

შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობენ ამ წუთებში პარლამენტში, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სასწავლო პროგრამის “ნატო-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში საერთაშორისო ღონისძიება იმართება.

შეხვედრას საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, თურქეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის საჯარო უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან.

“საქართველოს ხედვა ევროკავშირისა და ნატოსკენ: შავი ზღვის პერსპექტივა” - ეს იქნება ასევე საერთშორისო ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა. ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ რეგიონებზეც.

უცხოელი სტურმები გეგმავენ ე.წ. სასაზღვრო ზოლის მონახულებას და არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას.

დღის ამბები