ქვემო ქართლის გუბერნატორის თქმით, გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ რეგიონში მდინარეების ადიდება გამოიწვია. ხიზანიშვილმა „კურიერს“ განუცხადა, რომ ადიდდა ხრამის შენაკადი მდინარეები, რის გამოც წყლის დონემ 7 მეტრით აიწია და დააზიანა ხიდები.
რწმუნებულის თქმით სოფელი პატარა ირაგა და დიგრაშენი მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს. სტიქიის ზონაში იმყოფებიან, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
თეთრი წყაროს რაიონში მობილიზებულია ტექნიკა, შესაბამისი სამსახურები კი ცდილობენ დაადგინონ სტიქიის გამომწვევი მიზეზები. პაატა ხიზანიშვილის თქმით, მოსახლეობას გაუნადგურდა მსხვილფეხა პირუტყვი და ფრინველი.