03 ოქტომბერი 2024,   00:43
ვრცლად
"უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება,“- არასამთავრობოები ოქროპირიძისთვის ბრალის დამძიმებაზე საუბრობენ

ბოლო დროის ერთ–ერთ რეზონანსულ საქმეში ბრალდებულს 12 ივნისს საპატიმრო უნდა დაეტოვებინა, თუმცა მას ახალი ბრალი პროკურატურამ რამდენიმე დღით ადრე წარუდგინა და ამ ფაქტსაც, ისევე როგორც ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პროკურატურის ქმედება საშიშ პრეცედენტს ქმნის.

„სამწუხაროდ სამართალდამცველები ახერხებენ და მართლმსაჯულებას იყენებენ ბოროტად ეს მაგალითიც ამას ადასტურებს. ეს იყო მათი მხრიდან მესიჯი, რომ პატიმარი რომელიც იტყვის, რომ სცემეს ის და ამას სახალხო დამცველთან იტყვიან და შემდეგ გამოძიება თუ ამას ვერ დაადასტურებს მათ ბრალი დაუმძიმდებათ. სახალხო დამცველის ინსტიტუტს აყენებს საფრთხის ქვეშ,"-აცხადებს  არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერიძე.

ამავე პოზიციას იზიარებენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც."

„ეს საშიში პრეცედენტია. ამით პატიმრებს ეუბნებიან, რომ თუ ისინი იტყვიან, რომ მათ მიმართ ზეწოლა განხორციელდა შეიძლება მათ გაურთულდეთ მდგომარეობა და დაუმძიმდეთ და გაუხანგრძლივდეთ პატიმრობის ვადა. პატიმრებს არ უნდა ჰქონდეთ შიში თქვან მსგავსი ფაქტის შესახებ. სულაც, რომ პატიმარის ნათქვამი გამოძიების შედეგად არ დასტურდებოდეს არ უნდა  ხდებოდეს მათთვის ბრალის დამძიმება და პატიმრობის ვადის გახანგძლივება, მსჯავრდებულს არ უნდა ჰქონდეს შიში. ეს ძალიან საშიში პროცედურაა,“- აცხადებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

იურისტი დავით სალუქვაძე კი ფიქრობს, რომ აღნიშნულ ფაქტზე სახალხო დამცველმა რეაგირება უნდა მოახდინოს და საქმის მიმდინარეობას ბოლომდე მიყვეს.

 

 

ავტორი ეკა გაგუა

ამავე თემაზე
დღის ამბები