03 ოქტომბერი 2024,   00:39
ვრცლად
"საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან," - გიორგი აბაშიშვილი

პარლამეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას, უკვე გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და EBRD-ის წარმომადგენლობა. ისინი მხარს უჭერენ ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებას და პრეზიდეტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების აზრის გაუთვალისწინებლობა ეჭქვეშ დააყენებს ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობების მომავალს და ეს საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს.

„ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორები და მათი აზრების გაუთვალისწინებლობა მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყანას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის ის ორგანიზაცია, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის დროს საქართველოს სერიოზული დახმარება გაუწია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები