03 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს პარტიული ნიშნით დასაქმებაში ადანაშაულებს

თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს პარტიული ნიშნით დასაქმებაში ადანაშაულებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

პარტიის ჩუღურეთის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაკანსიები, რომლებიც უწყებებს აქვთ გამოცხადებული, კონკრეტულ პირებზეა მორგებული და მათ ქართული ოცნების აქტივისტების დასაქმებისთვის იყენებენ.

დავით დაღელაშვილის თქმით, გამგეობებში საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების განყოფილება იქმნება, რომლის საშუალებითაც პარტიის აქტივისტებს ხელფასებს გადაუხდიან.

“აღსანიშნავია, რომ ერთერთი გამგებლის მოადგილეს ევალება მისტიური მომხმარებლის მეთოდის გამოყენება. ამ ხელისულფებას როგორც ჩანს გონია, როგორც თვითონ არის მისტიური, ადამიანების პრობლემებიც მისტიურია", - განაცხადა დავით დაღელაშვილმა.

დღის ამბები