რუსეთმა და თურქეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისთვის ერთობლივი ცენტრის შექმნის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები აწერენ. ცნობილია, რომ ცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდება.
პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების მიღების შემდეგ პროტესტი გრძელდება ერევანში. სომხეთის ოპოზიცია რამდენიმე დღეა პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. სომხური მედია ინფორმაციას ავრცელებს ვაჰაგნ ჩახალიანის დაკავების შესახებაც.
ის ერთ-ერთია იმ მომიტინგეებს შორის, რომლებიც 10 ნოემბერს სომხეთის პარლამენტში შეიჭრნენ. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ჩახალიანი ყარაბაღში გარდაიცვალა. ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში პატიმრობიდან 2013 წელს ამნისტიით გაათავისუფლეს.