03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
გაზრდილი აქციზის ფასი - ნატახტარი, ზედაზენი და კასტელი მთავრობას მიმართავს

ლუდის მწარმოებლები მთავრობას აქციზის გაზრდის გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოოდებენ. ლუდის აქციზი 50%-ით 1 მარტიდან გაიზარდა.

ადგილობრივი მსხვილი მწარმოებელები აცხადებენ, რომ წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, მარტი-აპრილის პერიოდში ლუდის გაყიდვების მაჩვენებლი დაახლოებით 45%-ით შემცირდა.

კომპანიები ნატახტარი, ზედაზენი და კასტელი ერთობლივი განცხადებით ხელისუფლებისგან მოითხოვენ, დროულად დაიწყოს მოლაპარაკებები დარგის წარმომადგენლებთან.

ლუდის კომპანიები ხელისუფლებას არამარტო აქციზის გაზრდის გადაწყვეტილების შეცვლას, არამედ იმ რეგულაციის გაუქმებასაც სთხოვენ, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ლუდის სმას კრძალავს.

კომპანია ზედაზენში გაყიდვების კლებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ აქციზის გაზრდასთან ერთად ლუდის ბიზნესს ლარის კუსრსის ვარდნამაც სერიოზულად დაარტყა. 

ლუდის მწარმოებლების განცხადების ადრესატები მთავრობა, ფინანსთა სამინიტრო და პარლამენტია.

უმრავლესობის წევრები აქციზის გადახედვის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავენ, ნაციონალურ მოძრაობაში კი სააქციზო გადასახადების დაწევას და 2012 წალმდე არსებულ ნიშნულზე დაყვანას ითხოვენ.

ფინანსთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. ბიზნესომბუდსმენი კი ადასტურებს, რომ ლუდის გაყიდვების მაჩვენებელი შემცირდა. თუმცა, საბიუჯეტო წლის ბოლომდე ცვლილებებს გამორიცხავს. გიორგი გახარიას განცხადებით, ლუდის ადგილობრივ მწარმოებლებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. 

1 მარტიდან ერთ ლიტრ ლუდზე აქციზი 20 თეთრით გაძვირდა, რის შემდეგაც მომხმარებლისთვის ლუდის სხვადასხვა სახის პროდუქცია 10-35 თეთრამდე გაძვირდა. მეწარმეები ამბობენ, რომ, თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას ახალი წლიდან არ შეცვლის, ზიანი არამარტო ლუდის წარმოებაზე, არამედ სხვა დარგებზეც აისახება.

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი

დღის ამბები