03 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
ნატო მეტონიძის საღამოზე ნიკოლოზ რაჭველიც იმღერებს

ქართულ მუსიკალურ სცენაზე საეტაპო წარმოდგენად შეფასებული ყანჩელის პროექტის შემდეგ ნატო მეტონიძეს არა შიშის, არამედ რიდის დასაძლევად დიდი დრო დასჭირდა. სოლო პროგრამებს შორის მრავალწლიანი ანტრაქტის მიზეზი სწორედ ეს იყო.

ნატო მეტონიძის შიში დიდი საკონცერტო სივრცის მიმართ მხატვარმა ანა ნინუამ მუყაოს ყუთებით შექმნილი 3 კედლით შემოსაზღვრა. სპექტაკლის ქორეოგრაფი კი  დავით დოიაშვილია.

მიუხედავად წინასწარმეტყველებისა, რომ ნიკოლოზ რაჭველი მუსიკაში ყველაფერს გააკეთებს სიმღერის შესრულების გარდა, ის ნატო მეტონიძის ერთადერთი ვოკალური პარტნიორი იქნება.

იმ შეთავაზების მიღება, რომ ნატო მეტონიძეს თავისი ცხოვრება პირველ პირში მოეთხრო, ისევე მოერიდა, როგორც ერიდება კომპოზიტორებისათვის თხოვნა, სიმღერა სპეციალურად მისთვის შექმნან.

კონცერტები 19 და 30 ივნისს გაიმართება. 

 

ავტორი: მაია ლომიძე

 

დღის ამბები