პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ბათუმში სამართალდამცველებმა სამი აქტივისტი, მათ შორის, ჯემალ ქიქავა დააკავეს. პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაშავდა ერთი აქტივისტი.
დაპირისპირება და ხმაური აჭარის მთავრობის სახლთან ახალგაზრდული მოძრაობა "იმოქმედესა" და სამართალდამცავებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციულ შენობაზე სტიკერების გაკვრა სცადეს.
"დაკავებულია მესამე პირიც, გიდასტურებთ, დაკავებულია ერთ-ერთი ლიდერი, ჯემალ ქიქავა. ზედამხედველობის სამსახურს თავის საქმიანობაში შეუშალეს ხელი. ხელმძღვანელებთან ერთად, პატარა აქტივისტები პოლიციის მიმართ გამოირჩეოდნენ აგრესიით და შესაბამისად, დააკავეს,"- აცხადებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ჭედიშვილი.
"ახალგაზრდები კონკრეტული სტიკერებით მოვიდნენ და გააკრეს ადმინისტრაციულ შენობაზე. ნაცვლად იმისა, რომ პოლიცია ამ ახალგაზრდების გამოხატვის თავისუფლებას იცავდეს, გვევლინება სტიკერების ჩამომხევად. ერთი აქტივისტი დაკავების დროს დაშავდა, სასწრაფოთია გადაყვანილი,"- აცხადებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე.