03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
94 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის განმავლობაში შეეძლებათ

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნა ერთი წლით, 365 დღის განმავლობაში შეუძლიათ. დადგენილება მთავრობამ 2015 წლის 8 ივნისს მიიღო. 

დადგენილების მიხედვით იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში 365 დღით დარჩებიან, 94 ქვეყნისგან შედგება. მათ შორისაა: ბრაზილია, არგენტინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, აშშ, გერმანია, დანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სინგაპური, ტაჯიკეთი, უზბეკეთი,  ქუვეითი, ბოტსვანა, კვიპროსი და სხვები.

ამ ქვეყნებს შორის კვლავ არ მოხვდა ის 24 ქვეყანა, რომელთაც 2014 წლის სექტემბერში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა გაუუქმდა. ამ ქვეყნებს შორისაა ირანი, ერაყი, ჩინეთი, პერუ, ჩილე, ბოლივია და გვატემალა, ნევისის ფედერაცია, ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა. 

საქართველოს მთავრობამ ახალი დადგენილებით გააუქმა 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება "იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“. ამ დოკუმენტით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა ეზღუდებოდათ. მათ 180 დღის განმავლობაში მხოლოდ 90 დღით ჰქონდათ ქვეყანაში დარჩენის უფლება. ამჯერად ეს ვადა გაიზარდა. 

 

იხილეთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში 1 წლით დარჩენა შეეძლებათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები