17 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
რა პირობებში გაიტაცეს ოკუპანტებმა 65 წლის მირიან თაზიაშვილი - ოჯახის ახლობლები დეტალებზე ვერ საუბრობენ

ოჯახის ახლობლებისთვის უცნობია, რა პირობებში გაიტაცეს ოკუპანტებმა 65 წლის მირიან თაზიაშვილი. როგორც თაზიაშვილის თანასოფლელები ამბობენ, მას არც ბაღი ჰქონდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და არც საქონლის მწყემსვასთან იყო კავშირში, ამიტომ მათთვის უცნობია, როგორ გაიტაცეს ზარდიანთკარის მკვიდრი რუსმა ოკუპანტებმა.

როგორც მირიან თაზიაშვილის ახლობელი ამბობს, მათ იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება დაეხმარება და მირიან თაზიაშვილს სახლში მალევე დააბრუნებენ. ასევე, მან არ გამორიცხა, რომ ამაში მათი ოსი მეგობრების დახმარებაც გამოიყენონ:

"თვითონ არ გადავიდოდა ეგ, ვარიანტი არაა, არაფერი კავშირი არ ჰქონდა, ჩვენ გვყავს საერთო ძმაკაცი, ოსი ბიჭია, ორჯონიკიძეშია,  ჩამოვა და რაღაცით დაგვეხმარება.

ცხინვალში რომ არის ვიცით, მაგრამ სადაა ეგ არ ვიცი. იმედი არ გვაქვს დაკარგული, ალბათ მთავრობა დაგვეხმარება და გამოვიყვანთ," - აცხადებს ახლობელი.

დღის ამბები