03 ოქტომბერი 2024,   00:38
ვრცლად
შიმშილობა პროკურატურაში-ყოფილ პროკურორს მცირე მეწარმეები საბუთების გაყალბებაში ადანაშაულებენ

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, მცირე აქციონერებმა შიმშილობა პროკურატურის საზოგადოებრივ მისაღებში დაიწყეს. შპს. „ვარკეთილი 96“- ის დამფუძნებლები და 35 % წილის მფლობელები შპს-ს დირექტორსა და პარტნიორთა საბჭოს 5 წევრს დოკუმენტების გაყალბებაში და მათი კუთვნილი დივიდენდების მითვისებაში ადანაშაულებენ.

მეწილეების მტკიცებით დოკუმენტები არაერთხელ გააყალბეს და მათ ყველა საჭირო ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს და პროკურატურას უკვე გადასცეს, თუმცა ამაზე რეაგირება არ ხდება. ისინი საგამოძიებო უწყებებს, დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებენ.

მათი ინფორმაციით, ინფორმაციით შპს „ვარკეთილი 96“ -ს დირექტორს ოთარ პირველს და მის ძმას, 30 % წილის მფლობელს თემურ პირველს ყოფილი მთავარი პროკურორი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მფარველობენ.

საგამოძიებო ორგანოებზე ზეწოლას უარყოფს თამაზ მეჭიაური, თუმცა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქმის დეტალებს კარგად იცნობს.

გაყალბებულ დოკუმენტაციაზე და დივიდენდების მითვისებაზე კურიერთან საუბარი არ სურს ვარკეთილის ბაზრობის დირექტორმა.

პროკურატურა მცირე მეწარმეების ბრალდებებს არ პასუხობს.

ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, თემურ ვარაზანაშვილი, ირაკლი კუპატაძე.

 
დღის ამბები