20 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
"როგორც კი ქართველი ხალხი ჩათვლის, რომ მე მათ ვჭირდები, დავბრუნდები," - მიხეილ სააკაშვილი ქსენია სობჩაკის გადაცემაში

მიხეილ სააკაშილი ოდესის გუბერნატორის რანგში ქსენია სობჩაკის გადაცემის სტუმარი იყო. გადაცემის წამყვანმა საქართველოში სააკაშვილის პოლიტიკურ წარსულზე, შეცდომებსა და ექს პრეზიდენტის მომავალ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

კითხვაზე პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელებულ დაკავებებზე - სააკაშვილმა უპასუხა, რომ განცხადებები თითქოს მაშინ ყველას იჭერდნენ, რეალობას არ შეესაბამება.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებულ ბრალდებებს - სააკაშვილი განმარტავს, რომ თანხების ათვისება ქვეყნის რეკლამირებისა და ახალი ბიზნესის მოზიდვის მიზნით ხდებოდა. ოდესის გუბერნატორმა რეგიონში მის გეგმებზეც ისაუბრა.

"ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნის მოტივაცია კავშრშია სამხედრო კონფლიქტთანაც. თუმცა, თუ აქ რეალურად შეიცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ, ეს აღარ იქნება ზოგიერთის ცნობიერებაში ნოვორასია, არამედ თანამედორვე ევროპული ქალაქი და ეს იქნება პუტინის ყველაზე დიდი პრობლემა. საქართველოში იყო შეცდომები და მე ეს არაერთხელ ვაღიარე. თუმცა, არ შემიძლია ვაღიარო ის სისულელე, რომ საქართველოში ყველა ციხეში ჩასვეს. მაშინ პოლიტ პატიმრები არ იყვნენ, თუმცა ისინი არიან დღეს. საქართველოში არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ მჯდარა ციხეში.
რაც შეეხება 2007 წელს, ეს ძალიან კომპლექსური ისტორია იყო. მაშინ მე გადავდექი და ჩემი ვადა 1 წლით შევიმცირე, რაც ყველას ავიწყდება. ახლა კი ჯერ საქართველოში არჩევნები უნდა იყოს. როგორც კი ქართველი ხალხი ჩათვლის, რომ მე მათ ვჭირდები, დავბრუნდები. ეს არ არის მხოლოდ ლოზუნგი. მე არ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი, მე ვარ რევოლუციონერი, რომელმაც იცის რას ნიშნავს, როცა ქუჩაში ათასობით ადამიანია გამოსული და ეს ყველაფერი მშვიდობიანად ხდება," - განაცხადა მიხეილ სააკაშავილმა. 

დღის ამბები