26 აპრილი 2024,   14:40
ვრცლად
ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტელეკამერების წინ ჩაიტარონ

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში ყველაზე რთული თვეები იქნება. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვირუსს 2 760 პაციენტი ემსხვერპლა, რაც 15 აპრილის დღიურ მაჩვენებელზე მეტია.

მედიის ცნობით, ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტელეკამერების წინ ჩაიტარონ.

გერმანიაში კარანტინი 2021 წლის 10 იანვრამდე გაახანგრძლივეს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსი 22 ატარზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

კორონავირუსით გარდაიცვალა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟისკარ დესტენი.

პანდემიის გამო, იტალიელები შობას ეკლესიაში მისვლას და რეგიონებში გამგზავრებას ვერ შეძლებენ.

თურქეთში კი ბოლო 24 საათში "კოვიდ-19"-ის 31 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრიან. პირველ ვაქცინას, რომელიც თურქეთმა ჩინეთში შეუკვეთა, ქვეყანაში 11 დეკემბერს ჩაიტანენ.

დღის ამბები