იშლება თუ ლიდერის გარეშე რჩება - პარტია "გირჩში" ამ წუთებში კონსულტაციები გრძელდება. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გუნდის ლიდერები და ვინ დატოვებს საბოლოოდ პარტიას, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოძრაობად ჩამოყალიბდა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ერთ-ერთია იმ სამეულიდან, რომელზეც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ თანამშრომლობას ვერ გააგრძელებს, მეგრელიშვილის თქმით, მისთვის ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი და გაუგებარია. ასევე, მისი თქმით, არ სჯერა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი შესაძლოა იაგო ხვიჩიას ფეისბუკპოსტი გამხდარიყო:
"მე გუშინ ორჯერ ვცადე შეხვედრა, ზურა იყო განერვიულებული და არ დამელაპარაკა. მე ვუშვებ, რომ დამშვიდდება, ან რაღაც მოხდება და დალაგებულად ჩვენც გვეტყვის და თქვენც, რას აპირებს. ამ პოსტს არ ველოდებოდი.
პირადი კონკრეტულად იაგოს პოსტს უკავშირდებოდა, კონფლიქტური სიტუაცია იყო. იაგოს პოსტი, რომელზეც იყო დიდი ყურადღება გამახვილებული ჩვენს ბაბლში. მე არ მჯერა, ეს საბაბი მგონია," - აცხადებს გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.