17 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
უსკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი პროტესტის ფონზე მიიღო

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. ბოლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პარალელურად უსკოს შენობის გარეთ აქცია მიმდინარეობდა. ადგილზე შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც უკვე სამი კვირაა ბათუმში სხვა და სხვა ტიპის აქციებს მართავენ.  აქციის მონაწილეებმა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარმენ ჯალაღონიას ე. წ. სერტიფიკატი მიუტანეს, რომელზეც ის მთავარ გამყალბებლად იყო მოხსენიებული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია ოპოზიციის კრიტიკას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ ეთანხმება და აცხადებს, რომ არცერთი საჩივარი რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა არჩევნების შედეგებს შეტანილი არ ყოფილა.

რაც შეეხება საბოლოო შედეგს, უმაღლესი საბჭოს 21 მანდატი გადანაწილდა ორ პარტიაზე, "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაზე". "ქართულ ოცნებას"  საკანონმდებლო ორგანოში 14 დეპუტატი ეყოლება, "ნაციონალურ მოძრაობას" 7. ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებს.

მანდატზე უკვე უარი თქვეს თორნიკე რიჟვაძემ, ჯაბა ფუტკარაძემ და თინა ზოიძემ. ისინი კვლავ აღმასრულებელ ორგანოში იქნებიან.

დღის ამბები