03 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
სტიქია გორის რაიონში - დატბორილია სახლები და დახოცილია შინაური ცხოველი

სტიქია გორის რაიონში. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორის რაიონის 3 სოფელი მძიმედ დააზარალა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით სოფელ ბნავასში, წედისსა და ატენში ადიდებულმა მდინარეებმა საცხოვრებელი სახლები დატბორეს. 

სტიქიის ზონაში ამ დრომე წვიმს. არსებული ინფორმაციით ძლიერ წვიმას და სეტყვას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც არავინ დაშავებულა. 

დატბორილია მიწის სავარგულებიც. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მოსავალი წყალმა წაიღო. 

სტიქიის ზონაში გორის გამგებელი გაემგზავრა, ის ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას. 

 

 

 
დღის ამბები