03 ოქტომბერი 2024,   00:42
ვრცლად
განათლების სამინისტრო ხარჯებს ზოგავს - 500 ათასი მოსწავლისთვის 42 ათასი სახელმძღვანელო დაიბეჭდება

განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის მიხედვით, 500 ათასი მოსწავლისთვის ჯამში 42 ათასი სახელმძღვანელო დაიბეჭდება.

სტამბებისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში პირველი კლასის მოსწავლეებისთვის მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოა, თუმცა ეს დედაენა არ არის. სამინისტროს დასარიგებელი სახელმძღვანელოების რაოდენობის მასშტაბური შემცირება 16 მილიონის ნაცვლად 2 მილიონი ლარი დაუჯდება.

განათლების მინისტრი სახელმძღვანელოების ხარჯზე სახსრების დაზოგვას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ შარშან დაბეჭდილი წიგნების მაღალი ხარისხის გამო მიიღო.

თამარ სანიკიძის განმარტებით, უკვე გამოყენებული სახელმძღვანელოები მეორადი გამოყენებისთვის ვარგისია. 

სპეციალისტების თქმით, სკოლებში წიგნების ინვენტარიზაცია სასწავლო პროცესის დასრულებიდან ორ კვირაში უნდა მოხდეს, შესაბამისად სპეციალისტების თქმით, ხარისხიანი და დაზიანებული სახელმძრვანელობის რაოდენობა სამინისტროს ამ დროისთვის არ ეცოდინებოდა.

მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ წელს პირველ და მეექვსე კლასს ახალი სახელმძღვანელოები დაურიგდება, წლევანდელი ეკონომია კი ხარისხს მოხმარდება.

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი.

 

 

 
დღის ამბები