"გირჩში" მიმდინარე დაპირისპირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. მისი თქმით, მიუხედავად არსებული უთანხმოებისა, მთავარი არის იდეა, რომლითაც "გირჩი" ადამიანებს აერთიანებს. იაგო ხვიჩია უარყოფს მისი მხრიდან რაიმე მუქარას პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისინი მეგობრებად დარჩნენ:
"გირჩი" არ არის არც იაგოსი, არც ვახოსი, არც ზურასი, არც არავისი. გირჩი არის გირჩი, მას აქვს თავისი იდეა და ის აერთიანებს იმ ადამიანებს, რომელთაც იმ იდეის სჯერათ, რომელსაც "გირჩი" ატარებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერთმანეთი მოსწონს თუ არა იმ ხალხს, ვისაც ეს იდეა სჯერა. მე ზურაბ ჯაფარიძეს არასოდეს არ დავმუქრებივარ, არასოდეს დავემუქრები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის ჩემს მეგობრად დარჩეს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.