17 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე  ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსულ პროვოკაციებზე ისაუბრა 

საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე  ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსულ პროვოკაციებზე ისაუბრა. 

მან პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია ლუგარის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიასა და კიბერთავდასხმებზე. საგანგებო სესია მსოფლიო პანდემიას მიეძღვნა, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ვაქცინა თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ქვეყნებისთვის.

"მაშინ, როცა ჩვენ საქართველოში ვებრძვით ვირუსის გავრცელებას, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას გამუდმებით ხელყოფს გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრი სახელმწიფო. რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ჩვენი სუვერენული რეგიონების: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, ხოლო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა დღესაც იმყოფება სავალალო მდგომარეობაში ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის აგვისტოში მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის ფედერაცია, უგულებელყოფს რა მთელ მსოფლიოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას, აგრძელებს პროვოკაციებს საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს ეფექტიანი რეაგირების უმნიშვნელოვანესი რგოლის - რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ მედია პროპაგანდას.

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმები კიდევ უფრო ზღუდავენ სამედიცინო დახმარებას ადგილზე ეთნიკური ნიშნით, რის გამოც იღუპებიან ადამიანები, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ საოკუპაციო ხაზის გადმოლახვა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღება,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები