რეგიონული უსაფრთხოება და საქართველო-თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით განიხილეს. როგორც ტვიტერზე დავით ზალკალიანმა დაწერა, მან თურქ კოლეგას ტერიტორიული მთლიანობის, NATO-ში მისწრაფებისა და COVID-19-ის დასამარცხებლად დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ზალკალიანის სატელეფონო საუბარი შედგა ასევე ბულგარეთისა და მოლდოვას საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან. მთავარი თემა ამ შემთხვევაშიც რეგიონული უსაფრთხოება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და პანდემიასთან ერთობლივი ბრძოლის სტრატეგია იყო.