03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
კრწანისის სასწავლო ცენტრში სამხედრო გარდაიცვალა - მიმდინარეობს გამოძიება

კრწანისის სასწავლო ცენტრში სამხედრო გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით გივი სიმონის ძე კირკიტაძე პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე იყო და ის სასწავლო კურსზე კრწანისის სასწავლო ცენტრში იყო მივლინებული. 

2015 წლის 10 ივნის რიგითი კირკიტაძე სამხედრო ნაწილიდან დაითხოვეს, ხოლო მეორე დღეს ის სასწავლო ცენტრში არ გამოცხადებულა. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამხედრო სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი იპოვეს. 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. აღნიშნული მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მოხდარს ადასტურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და დაღუპული სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 

 საქმეს იძიებს შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის სამმართველოს პირველი განყოფილება. 

დღის ამბები