17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
მორალურად და ლოგიკურად, ის ვინც უარს ამბობს საპარლამენტო ცხოვრებაზე დაფინანსებასაც არ უნდა იღებდეს - გივი მიქანაძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის გივი მიქანაძის თქმით, ის ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა, დაფინანსებასაც არ უნდა იღებდნენ. 

"ეს არის პირველ რიგში ოპოზიციის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მიერ გამოხატული თავისუფალი ნებისადმი უპატივცემულობა. სწორედ იმიტომ, რომ ისინი აპირებენ, რომ უარი განაცხადონ იმ მანდატზე, რომელიც მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მათ მიანიჭა, ისინი შესაბამისად, დაფინანსებასაც არ უნდა იღებდნენ. დღესდღეობით, მოქმედებს კანონმდებლობა, რომლითაც მათ უნდა მიიღონ, თუმცა, თუ ვსაუბრობთ ლოგიკურობაზე და თუ ვსაუბრობთ მორალურ ნორმებზე და სამართლიანობაზე, აქ ცხადია, რომ ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც უარს ამბობენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა და მათთვის მინიჭებული ნდობა და მანდატი არ განახორციელონ პარლამენტში, ისინი დაფინანსებასაც არ უნდა იღებდნენ. თუმცა, ეს სამსჯელო საგანია და ჩენ მზად ვართ, ეს ეს საკითხი დეტალურად განვიხილოთ," - განაცხადა გივი მიქანაძემ "დღის კურიერში" საუბრისას.  

დღის ამბები