რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადება, სადაც "რესპუბლიკურ პარტიას" აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პარტია ალეკო ელისაშვილის გზაზე დგას, არის არასწორი, რადგან ახლა კრიტიკის დრო არ არის და ოპოზიციური სპექტრი ერთად უნდა იდგეს, განსაკუთრებით ამ პარტნიორობის ფონზე.
"ლევან ხაბეიშვილმა იჩქარა და ვერ ამოიკითხა განცხადება კარგად, თუ მას რაიმე არ მოეწონა ასეთი ტიპის შეფასებები ვინ ვისი გზა აირჩია, არასწორია, მით უმეტეს თუ ის თვლის, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები, არასწორია-იმედი მაქვს, ამას მიხვდება.
ალეკო ელისაშვილის გზა იქნება ეს, გირჩის გზა იქნება ეს, თუ როგორ იქნება, ეს არის თითოეული პარტიის დღის წესრიგი.
დღეს მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და არის ბოიკოტის რეჟიმში. ოპოზიცია აგრძელებს მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას.
ჩვენ მკაფიოდ გავუსვით ხაზი, რომ მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, ასევე მანდატებთან დაკავშირებითაც მკაფიო პოზიცია გვაქვს დაფიქსირებული.
თუ ამ პოზიციებიდან განსხვავებულია ალეკო ელისაშვილის პოზიცია, მე მაინც არ ვთვლი, რომ ასეთი კრიტიკა სწორია და მით უმეტეს, თავდასხმები.
ოპოზიციურ სპექტრში ბზარი ნამდვილად არ არის. კრიტიკა, რომელიც ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა დაიმსახურეს, ვფიქრობ, არ იყო სწორი, არ მგონია, რომ დღეს უნდა ვაკრიტიკოთ ერთმანეთი,"-აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.