17 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე შედგა - მე-10 მოწვევის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა დაიწყო 

ერთთვიანი პოლიტიკური ბატალიების ერთი ეტაპი დასრულებულია. საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა შედგა. მეათე მოწვევის პარლამენტმა დღეს მუშაობა დაიწყო.

87-მა დეპუტატმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება სცნო, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ცარიელია ოპოზიციის ფლიგელი.

ამ ეტაპზე, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, ფაქტობრივად, ერთპარტიულია.

მმართველი გუნდის მოლოდინები არ გამართლდა და დღეს სხდომაზე არცერთი ოპოზიციონერი არ მივიდა, თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერები იმედოვნებენ, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება და საპარლამენტო საქმიანობს ადრე თუ გვიან ოპოზიციური ძალებიც შეუერთდებიან.

დღის ამბები