17 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
ვის რჩება "გირჩი" -ყოფილი თანაგუნდელები პარტიას ინაწილებენ

"გირჩის" გაყოფის პირველი შედეგი პარტიის ოფისს უკვე ეტყობა. ბესიკის 4 ნომერში ზურაბ ჯაფარიძის გუნდი გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, "გირჩის" მეორე განაყოფმა ავეჯი და ტექნიკა ახალ მისამართზე გადაიტანა.

ძველ მისამართზე ახალი გეგმების შესახებ დღეს ჯაფარიძემ თანამოაზრეებთან ისაუბრა. "გირჩის" ლიდერი ამბობს, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან ურთიერთობაში წითელი ხაზი იმის გაცნობიერება იყო, რომ პარტია ვეღარ განვითარდებოდა.

დღეს ბესიკის ქუჩის 4 ნომერში შეკრებილებს, რომლებიც რამდენიმე ლიდერის მხრიდან ზეწოლასა და მათ მიერ შექმნილ ე.წ. ტოქსიკურ სამუშაო გარემოზე მიუთითებდნენ,  აღარ სურთ ლაპარაკი დეტალებზე, თუ რა გახდა 2016 წელს შექმნილი პარტიის ორ ბანაკად გაყოფის მიზეზი. 

ორად გაყოფილი პარტიის შიდა დაპირისპირებაზე საუბრისგან თავს იკავებს იაგო ხვიჩიაც. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ჯაფარიძემ შეცდომა დაუშვა, რისი შედეგიც მალე გამოჩნდება.

დღის ამბები