პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაა, რომელსაც რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაცია მართავს.
ისინი გეგმავენ, რომ გაერთიანდნენ და ახალი პლატფორმა შექმნან, მოძრაობას კი დაერქმევა "მოძრაობა საქართველოსთვის".
დღეს ისინი პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ - აქციის მონაწილეები ცდილობენ, ხმაურით კომიტეტის სხდომას ხელი შეუშალონ.
სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მთავრობის წევრები მდიდრდებიან, ხოლო ხალხი შიმშილობს.