17 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
შეთანხმება შესაძლებელია შედგეს მხოლოდ ახალი არჩევნების თარიღზე - შალვა ნათელაშვილი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტში მივიდა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტში მივიდა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეთანხმება მხოლოდ არჩევნების თარიღზე შეიძლება შედგეს, შესაბამისად, მას ეს მანდატი არ სჭირდება. 

მისივე თქმით, ელჩების მოთხოვნა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უკან ინაცვლებს და დღის წესრიგში, პირველ რიგში, საარჩევნო რეფორმისა და ახალი არჩევნების თარიღი დადგება. 

"შეთანხმება მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია შედგეს მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების თარიღზე. თუ შედგა შეთანხმება, რად მინდა მანდატი, ახალ არჩევნებში გავალთ და ობიექტურ საარჩევნო პროცედურებში დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს. მოლაპარაკების რამე ახალი ალტერნატივა შეუძლებელია მოვიგონოთ, მაგრამ ის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სხვა დღის წესრიგით. თუ ადრე ჩვენი მეგობრები დაჟინებით ითხოვდნენ, რომ შევსულიყავით პარლამენტში, ახლა ეს მოთხოვნა გადაინაცვლებს უკანა პლანზე და დღეს უკვე დგება ერთადერთი საკითხი -  საარჩევნო რეფორმა და ახალი არჩევნების თარიღი,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები