17 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
"ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელების განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს

"ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელების განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება პარტიის სარჩელს, რომელიც დაკავშირებულია პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებთან.

პარტიის ლიდერების თქმით, მთავრობას აქვს უკონტროლო შესაძლებლობა, დააწესოს დაუსაბუთებლად ფართო შეზღუდვები ვირუსთან ბრძოლის მოტივით.

"გაუმართლებელ, ფართოდ დაუსაბუთებელ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც პირველი, ასევე მეორე ტალღის დროს საქართველოს მთავრობამ დააწესა, ორი საკონსტიტუციო სარჩელი აქვს შეტანილი. ჩვენ უკვე თვეებია ველოდებით პირველ ტალღასთან მიმართებით გადაწყვეტილების გამოტანას. რაც შეეხება მეორე სარჩელს, ველოდებით, რომ ესეც გაჭიანურდება და ეს ამბავი უკვე ბატონი როინიშვილის ბრალი იქნება, რომელიც არის პალატის თავმჯდომარე,"- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

 

დღის ამბები