"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას პარტიიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. დეკანოიძე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის.
"პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა.
ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის. თუმცა, ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ - დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში.
სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ,"- წერს ხატია დეკანოიძე.
გრიგოლ ვაშაძემ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა.