03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ნეპოტიზმი და კორუფცია - ვანში ოპოზიციას ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება ვანის ცენტრში მას შემდეგ დაიწყო რაც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარტიულ ოფისთან გამგეობაში ნეპოტიზმის შესახებ ბანერები დადგეს. ქართული ოცნების მხარდამჭერების გაღიზიანებაც სწორედ იმ სქემების გასაჯაროებას მოჰყვა, რომელიც გამგებლის მიერ მისი ნათესავების დასაქმებას შეეხებოდა.

გამგეობის წევრებმა აგრესია მოგვიანებით მედიის წარმომადგენლების მიმართაც გამოხატეს და "კურიერის" კამერას ბანერი ჩაარტყეს.

ნაციონალურო მოძარობის წევრების ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი ვანის გამგეობის და საკრებულის თანმშრომლები არიან, მათ შორის  გამგებლის თანაშემწეები და მძღოლიც.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ვანში ანტიკორუფციულ ფორმატში მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდნენ. კორუფციის და ნეპოტიზიმის შესახებ ბუკლეტები და გაზეთები მათ ხალხმრავალ ადგლებში დაარიგეს. ხმაურის გარეშე არც ამ პროცესს ჩაუვლია, ოცნების მხარდამჭერებმა ბროშურები დაწვეს.

ავტორი: ნათია მღებრიშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები