03 ოქტომბერი 2024,   00:40
ვრცლად
მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება შევიდა

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. ახალი რეგულაციებით მარეგულირებელი კომისია ვალდებული ხდება ტელეკომპანიებს ნებისმიერი სახის დარღვევაზე დაუწესოს სანქციები, დარღვევის შინაარსის მიუხედავად და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სავარაუდო დარღვევა აღმოფხვრილია.

„ჩემთვის სამწუხარო ფაქტი მოხდა, მე დავარქმევ გაუგებრობას, ტექნიკურ შეუთანხმებლობას. ჩვენ აზრს გამოვხატავდით, რომ კომისიას უნდა ჰქონდეს არა ვალდებულება, რომ დარღვევის დადასტუების შემთხვევაში გაასანქციროს და განისაზღვროს გონივრული ვადა და ა.შ როგორც იყო გაწერილი, არამედ უნდა ყოფილი ეს კომისიის დისკრეცია,“ - განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშძიძემ.

ცვლილება კანონში პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო, თუმცა არა ის ვერსია, რომელიც საკომიტეტო მოსმენაზე ტელეკომპანიებთან ერთად იყო განხილული. კანონპროექტის თავდაპირველი რედაქციით მარეგულირებელი კომისია ვალდებული იყო, განეხილა და უფლებამოსილი იყო, რომ საკუთარი დისკრეციის ფარგლებში დარღვევის ხასიათის შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილება.

„ზოგადად მაუწყებლის წინააღმდეგ და კონკრეტულად ერთი მაუწყებლის წინააღდმეგ, მთავრობა უკვე დიდი ხანია აწარმოებს მიზანმიმართულ ბრძოლას,“ - ასე შეაფასა უმცირესობის წევრმა ლევან თარხნიშვილმა მაუწყებლობის კანონში შესატანი ცვლილებები. 

დღის ამბები