17 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
როგორი იქნება გიორგი გახარიას ახალი კაბინეტი  - პარლამენტმა ახალი მინისტრთა კაბინეტი უკვე მომავალ კვირას უნდა დაამტკიცოს

მთავრობის ფორმირებაზე მსჯელობა "ქართულ ოცნებაში" უკვე დაწყებულია. პარლამენტმა  მინისტრთა ახალი კაბინეტი უკვე მომავალ კვირას უნდა დაამტკიცოს. ვაკანტურია ერთი პოსტი - იუსტიციის მინისტრის ადგილი, რომელიც თეა წულუკიანმა პარლამენტში წასვლით გაათავისუფლა. იქნება თუ არა სხვა ახალი სახე ახალ მთავრობაში - ამის თქმის უფლებას დღეს ყველა პრემიერ-მინისტრს უტოვებს, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ჩქარობს.

ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცესი, სავარაუდოდ, ოპოზიციის გარეშე ჩაივლის, ისევე, როგორც სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო მოსმენები.

პარლამენტში შესვლის გარეშეც ოპოზიცია გიორგი გახარიას და მის გუნდს უნდობლობას უცხადებს.

დღის ამბები