03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ალექსანდრე რონდელი, გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 

ალექსანდრე რონდელი იყო გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი. 1997-2001 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი. ასევე იყო მოწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს - მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), 1992, 1995 და 1997 წ.წ.-ში - უილიამს კოლეჯში. ლექციებს კითხულობდა თბილისშიც. 

საქართველოში მან დაარსა ანალიტიკური ცენტრი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, რომელსაც გარდაცვალებამდე თავად ხელმძღვანელობდა.   

დღის ამბები