აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად კახა კალაძემ გაავრცელა:
"სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა სულ ღიმილიანი იყოს.
მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს და სამშობლოს," - წერს კახა კალაძე.
აფრიკის დასახლებაში გადაღებულ ფოტოზე ასახულ მამა-შვილს თბილისი მერი ბინას ჩუქნის.
15 დეკემბერს თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია, რომელიც მერიის განცხადებით, მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ იყო აშენებული. აღნიშნულ პროცესს ადგილზე დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.
სწორედ ამ ნგრევის მახლობლად მცხოვრები მამა-შვილის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ ნგრევა არ შეხებიათ, საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება.