03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ზაჰესში 7 თვეა, ჩაკეტილია ხიდები, რომელთა რეაბილიტაციისათვის მერიას 1.8 მილიონი ლარი აქვს გადახდილი

ნაციონალური მოძრაობის წევრები, ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე ზაჰესის დასახლებაში არსებულ ვითარებას გაეცნენ.

ადგილზე მათ სარკინიგზო გზაგამტართან და ხიდი-აკვედუკი დაათვალიერეს.

ნიკა მელიასა და ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქ იანვრის პირველ კვირაში უნდა დაწყებულიყო, თუმცა 6 თვის განმავლობაში არაფერი შეცვლილა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

ოპოზიციის ინფორმაციით, თბილისის მერიასა და კომპანია "სამშენებლო კომერციულ კორპორაცია ხიდს" შორის ხელშეკრულება გასული წლის 31 დეკემბერს გაფორმდა.

„ეს არის მაგალითი, როგორ იფლანგება მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან ისე, რომ ვერ გვარდება მოსახლეობის პრობლემები. ხიდი 7 თვეზე მეტია, ჩაკეტილია და ნახევარი სამუშაოები უკვე დასრულებული უნდა იყოს. თუმცა, ვხედავთ, რომ სამუშაოები არც კი დაწყებულა,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

 
დღის ამბები