17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ირაკლი კობახიძე უარყოფს, რომ "ქართული ოცნების" ყრილობა და თავმჯდომარის ცვლილება იგეგმება

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომავალ კვირას მმართველი პარტიის ყრილობა და თავმჯდომარის ცვლილება იგეგმება.

ირაკლი კობახიძე უარყოფს იმ ინფორმაციასაც, თითქოს, პარტიის თავმჯდომარის პოსტს ბიძინა ივანიშვილი ტოვებს და მის ადგილს თავად ირაკლი კობახიძე დაიკავებს. ის აღნიშნულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს და ამბობს, რომ ამით ოპონენტები ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე მძიმე პროცესების გადაფარვას ცდილობენ:

"ალბათ უნდათ ვაშაძის გადადგომის გადაფარვა, ან იმ მძიმე პროცესების გადაფარვა, რაც მათ პარტიებში წარიმართება. მათ სპეკულაციებზე ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს. არავითარი ყრილობა დაგეგმილი არაა, არავითარი გეგმა არ არსებობს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები