17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ანა დოლიძე პარლამენტს სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების დარეგულირების მოთხოვნით მიმართავს

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტთან. მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი საკანონმდებლო ორგანოს სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების დარეგულირების მოთხოვნით მიმართავს.

მას სურდა წარწერების დატოვება პარლამენტთან, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

"თქვენი ეს დგომა არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და კანონსაწინააღმდეგო. მე ვარ 7 თვის ფეხმძიმე ქალი და თუ გინდათ მეჭიდავეთ. თქვენი არჩევანია. მე ვახორციელებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას," - მიმართა ანა დოლიძემ ადგილზე მყოფ სამართალდამცავებს.

დღის ამბები